• https://charte.ge/

ავტორი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

mail: vacancy@toyota-tegeta.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ნაწილების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი,
ბოლო ვადა: 2015/01/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 971 -ჯერ

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" ოფიციალურ დილერს საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო/გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2013 წლიდან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.toyota-tegeta.ge
 
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ნაწილების კონსულტანტის  პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • საწყობისა და შეკვეთების მიმართულებებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • შეკვეთილი ნაწილებისა და აქსესუარების ჩამოსვლის ვადების მონიტორინგი;
  • დაკარგული რეალიზაციების აღრიცხვა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
  • ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;
  • MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის გამოკვეთილი უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@toyota-tegeta.ge  წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა