დირექტორის ასისტენტი |
დამსაქმებელი: |
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა |
კატეგორია: |
ადამიანური რესურსები,
|
ბოლო ვადა: |
2017/04/21 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1535 -ჯერ |
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- დირექტორის მიერ დანიშნული თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
- ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
- თათბირებისა და შეხვედრების მემორანდუმების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
- დირექტორის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
- დირექტორის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
- აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა.
- გენერალურ დირექტორთან ვიზიტორების მიღების განრიგის წარმოება და შეხვედრების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრი ჰუმანიტარული მიმართულებით).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- მიზანდასახულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;