მენეჯერ - კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
Dioggi |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2017/03/21 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1321 -ჯერ |
ყავისა და ყავის აღჭურვილობის სპეციალიზირებული უკრაინული მაღაზიათა ქსელი „Dom Kofe Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერ - კონსულტანტის პოზიციაზე.
„Dom Kofe Georgia” უკვე მეორე წელია რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად გთავაზობთ ცნობილი შვეიცარული ყავის Blasercafe-ს ფართო ასორტიმენტს და ყავის მოსამზადებელ აღჭურვილობებს, ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა: De`Longhi, Saeco, Gaggia და ა. შ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- აუცილებელია რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- განვითარების და სწავლის სურვილი ყავის სფეროში;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის დეტალური შესწავლა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა;
- ყავის მომზადება მომხმარებლისთვის;
- ყავის აპარატების გაყიდვა;
- მაღაზიაში სისუფთავის დაცვა;
- სალაროს კონტროლი;
- მაღაზიის მარაგების აღწერა/კონტროლი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გრაფიკი: სრული (დასვენება 4 დღეში ერთხელ);
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 20:00 ,შაბათი - კვირა 10:00 – 19:00;
თუ ხართ ენერგიით სავსე, გაქვთ განვითარების სურვილი, გიყვართ ყავა და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@domkofe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Dom Kofe Georgia
Web: www.domkofe.ge
Facebook: https://www.facebook.com/domkofegeorgia