საკრედიტო ჯგუფის უფროსი რეგიონებში |
დამსაქმებელი: |
ლაზიკა კაპიტალი |
კატეგორია: |
საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2014/12/28 |
განათლება |
ბაკალავრი
|
ნანახია: |
1361 -ჯერ |
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ჯგუფის უფროსისთანამდებობაზე ბათუმის,ქუთაისის,ზუგდიდის და წალენჯიხის ფილიალებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
- სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
- კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "იქსელის" ზედმიწევნით ცოდნა
- აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.
სამუშაოს აღწერილობა:
- ბაზრის მოძიება და მსესხებლების აქტიური მოზიდვა
- პრომო-აქციების ორგანიზება და ჩატარება
- მიმდინარე სესხებისა და პროექტების მონიტორინგი
- დაქვემდებარებული ჯგუფის ჯამური სასესხო პორტფელის მართვა და კონტროლი
- მიმდინარე გადახდების ყოველდღიური კონტროლი
- დაქვემდებარებული საკრედიტო ექსპერტების მართვა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- საკრედიტო მენეჯერის დახმარება ადმინისტრაციულ და საკადრო საკითხებში
- მცირე საკრედიტო კომიტეტის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა
ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი“" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე:
job@lazikacapital.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
(+995 577)383 101— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი