• https://charte.ge/

ავტორი

ჯი და ჯი ქოოფერეიშენი

mail: hr@lucapolare.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტი
დამსაქმებელი: ჯი და ჯი ქოოფერეიშენი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/03/02
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1620 -ჯერ

შპს  ჯი და ჯი ქოოფერეიშენ (კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“) აცხადებს ვაკანსიებს კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტის  თანამდებობაზე  თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტების სამუშაო პირობები:

  • კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტები იმუშავებენ „ლუკა პოლარეს“ კაფე-სანაყინეებში დაურთიერთობა მოუწევთ კლიენტებთან. სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება.კაფე-სანაყინეები მუშაობენ დილის 7:00 საათიდან ღამის 2:00 საათამდე.ასისტენტები მუშაობენ დილის ან საღამოს ცვლებში მაღაზიების მენეჯერებთან შეთანხმებით. გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს. 

ხელფასი და კარიერული წინსვლა

  • ანაზღაურება - სამუშაო საათების მიხედვით - პირველი 6 თვის განმავლობაში, გამყიდველის დამხმარედ მუშაობისას - ნეტ1.30/სთ, 6 თვის შემდეგ გამყიდველად - ნეტ 1.50 /სთ, 1,5 წლის შემდეგ - ნეტ 1.70 /სთ. 
  • მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ორკვირიანი უხელფასო ტრენინგი სამუშაო ადგილზე. 
  • კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტს განსაკუთრებული კვალიფიკაციები არ მოითხოვება, სასურველია რუსულის/ინგლისურის, ან რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

გამყიდველის დამხმარე ექვემდებარება მაღაზიის მენეჯერს და მისი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • მაღაზიის გაღება-დაკეტვა, 
  • მაღაზიის წესრიგში ქონა და სისუფთავის უზრუნველყოფა სამუშაო საათებში;
  • საწყობისთვის საქონლის შეკვეთა, 
  • ნედლეულის და პროდუქტების მიღება-ჩაბარება და დათვლა;
  • პროდუქციის გასაყიდად მომზადება და გაყიდვა; 
  • სალაროსთან, გაყიდვების პროგრამასთან, ტერმინალთან მუშაობა,
  • სამუშაოსთან დაკავშირებულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა. 
  • გვიან ღამით და ადრე დილით მუშაობა საჭიროებისამებრ

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული და შრომისმოყვარე, 
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული და ტაქტიანი, 
  • მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის უნარი, 
  • მოთმინებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი,
  • უფროსის მოსმენისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების სურვილი და უნარი,
  • გუნდში მუშაობის უნარი, 
  • კომპანიის კარგად წარმოჩენის სურვილი და უნარი
  • გამოცდილება
  •  სასურველია მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა