მაღაზიის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ენერჯი პლიუსი |
კატეგორია: |
ადმინისტრაცია,
|
ბოლო ვადა: |
2017/01/31 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1377 -ჯერ |
კომპანია ენერჯი პლიუსი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის(საავტომობილო ზეთები და ფილტრები) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი;
- განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელი გაყიდვების სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საამოვტობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის კლიენტისთვის მოძიება და შეთავაზება;
- სასაქონლო მარაგების ანალიზი და კონტროლი;
- შეკვეთების გაკეთება;
- საქონლის მიღება;
- გაყიდვებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება (გაყიდვების პროგრამულად გაფორმება, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა , მუშაობა სალარო აპარატთან , ინვოისის მომზადება);
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მის სისწორეზე პასუხისგება.
პირადი თვისებები:
- აქტიური, მომსახურების ხარისხზე და გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV, ფოტოსურათით, ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@energyplus.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
საკონტაქტო ტელ.: (+995 577) 44 41 01
საკონტაქტო პირი: აკაკი