• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორანტი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: მეცნიერება,
ბოლო ვადა: 2016/11/06
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 5 წელი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Word კარგად
Microsoft Office Excel კარგად
Microsoft Office Outlook კარგად
ენები
ინგლისური კარგად
ქართული ძალიან კარგად
რუსული კარგად
ნანახია: 2139 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ლაბორანტის ვაკანტურ პოზიციაზე. 
 

მოვალეობები:  

  • საწარმოში მიღებული ნედლეულის მიკრობიოლოგიური და მიკროქიმიური ანალიზის ჩატარება;
  • საწარმოში შემოსული პროდუქტის ორგანულ-ლეპტიკური მახასიათებლების , ტემპერატურის და ვიზუალური მაჩვენებლების შემოწმება; 
  • ნედლეულის ვადების შემოწმება;
  • ნედლეული ხორც-პროდუქტების სტანდარტების მიხედვით გალღობის შემოწმება;
  • ნედლეულის თანმიმდევრული დამუშავების და მომზადების წესების დაცვის შემოწმება;
  • დამზადებული პროდუქციის ტემპერატურის  და შენახვის პირობების შემოწმება;
  • პროდუქციისთვის შენახვის ვადების მინიჭება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (სამედიცინო; ვეტერინარიული);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  5 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ( Microsoft  Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook;)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კოდექს ალიმენტარიუსი, ჰასპის კანონები, კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ და მალფუჭებადი პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ვადების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com    2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში – „subject” მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება „ლაბორანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა