• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლიფტის მექანიკოსი
დამსაქმებელი: shoes 4you
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2016/07/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
სქესი: მამრობითი
ნანახია: 1342 -ჯერ

დასუფთავებისა და ტექნიკური მომსახურების კომპანია შპს “SKY GROUP” აცხადებს ვაკანსიას ლიფტის მექანიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •          რედუქტორულ და ჰიდრავლიკურ ლიფტებთან მუშაობის გამოცდილება;
  •          ტექნიკური განათლება;
  •          შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  •          კვანძების კონსტრუქციული აგებულების და მუშაობის პრინციპების ცოდნა;.
  •          შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების და მოთხოვნების ცოდნა;
  •          მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:

  •          ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
  •          გაუწიოს მონიტორინგი დამონტაჟებულ დანადგარს;
  •          ძირითადი კვანძებისა და მექანიზმების მონტაჟი, აწყობა, შეკეთება;
  •          ლიფტების ელექტრული მოწყობილობების მონტაჟი და აწყობა;
  •          ლიფტების მომსახურება ექსპლუატაციის პროცესში;
  •          მანქანა და მოწყობილობების გამართვის, მომსახურებისა და შეკეთებისათვის შესაბამისი სამუშაოების, სათადარიგო ნაწილებისა და საჭირომასალების განსაზღვრა.

 

პირებს რომლებიც აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები, ელ.ფოსტის მისამართზე: e.abashidze@skygroup.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა