ოპერაციების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
Creditus.ge |
კატეგორია: |
ადმინისტრაცია,
|
ბოლო ვადა: |
2016/07/21 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
ასაკი: |
25 - 35 წელი
|
სამუშაო გამოცდილება |
1 წელი
|
ნანახია: |
1106 -ჯერ |
ონლაინ სესხების კომპანია Creditus.ge აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი;
განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
ასაკი: 25- 35 წლამდე;
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურის შესრულება;
- სისტემაში ოპერაციების / ტრანზაქციების დამუშავება და სიზუსტის შემოწმება;
- საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვების მონიტორინგი;
- სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლის კონსულტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო/საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- დაკრედიტების ასპექტების ცოდნა;
- ბუღალტრული საფუძვლების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე.
უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადვილად/სწრაფად ადაპტაციის უნარი
თუ ხართ აქტიური და გსურთ გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: info.creditus@gmail.com
არაუგვიანეს 2016 წლის 20 ივლისისა
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება („ოპერაციების მენეჯერი“) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!