• https://charte.ge/

ავტორი

ბაფი ბიზნეს აკადემია

mail: bafiauditservice@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ტრეინინგი ოფისის მენეჯმენტში
დამსაქმებელი: ბაფი ბიზნეს აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/08
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (300 ლარი )
ნანახია: 447 -ჯერ
ოფისის მენეჯმენტი
 
ოფისის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა გათვლილია პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ, იმუშაონ კომპანიებში, ორგანიზაციებში ოფისის ან/და ადმინისტრაციულ მენეჯერებად. ასევე,  დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება; აღნიშნული კურსი მოიცავს ყველა შესაძლო თემატიკას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა უნარებისა და ცოდნის დაუფლებას.
 
პროგრამის შინაარსი: 
  • ოფისის მენეჯმენტის აზრი და მიზანი, ოფის მენეჯერის მოვალეობები; 
  • რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოფისის მენეჯერის საქმიანობაში;
  • ორგანიზაციული მენეჯმენტის საფუძვლები, ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული მახასიათებლები;
  • საქმის წარმოების საფუძვლები, სხვადასხვა დოკუმენტების ნიმუშები;
  • საკადრო ადმინისტრირება, საკადრო დოკუმენტების შედგენა და წარმოება;
  • ლოგისტიკის/შესყიდვებისა და მომარაგების საკითხები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი და მოთხოვნის ფორმები;
  • დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ბიზნეს კომუნიკაციის ფორმები, მიმოწერის მნიშვნელოვანი ასპექტები;
  • ინტერნეტ და მედია განცხადებების მომზადება; სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კონტრაქტების/ხელშეკრულების ფორმები და მახასიათებლები;
  • გასაუბრება, მოლაპარაკების წარმოება, ინტერვიუ, რეზიუმე;
გამოყენებული მასალა მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ ყველა საჭირო მასალა. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურისა და მათი მოძიების შესაძლებლობის შესახებ.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 
ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 10 საათს.  კვირაში 1 ან 2 დღის ინტენსივობით და დღეში 2 საათის ხანგრძლივობით.
 
მეცადინეობების  გრაფიკი:
თვენთვის სასურველი გრაფიკის შესახებ გთხოვთ მიუთითოთ განაცხადის ,,შენიშვნების“ ნაწილში - დეტალური განრიგი გეცნობებათ პერსონალურად.
 
კურსის ღირებულებაა:  300 ლარი
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი გამოცდა და მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
 
ყურადღება: კურსის წარმატებულ მონაწილეებს დამატებით გადაეცემა
სარეკომენდაციო წერილი. ამასთან, ჩვენს სასწავლო ცენტრში არანაკლებ სამი დისციპლინის (მ.შ. სავალდებულო - ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი) მიხედვით მაღალი შეფასების მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირს კომპანია შესთავაზებს წინადადებას სამუშაოს შესახებ აუდიტორულ ან სხვა შესაბამის კომპანიაში.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 
თბილისი, საბურთალო, სულხან ცინცაძის 12, 
აქსის პალასის ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული,
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BAFI AUDIT SERVICE - ს 
ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრი (BAFI BUSINESS ACADEMY LTD).
 
 
საკონტაქტო პირი: ლანა ბარბაქაძე - ტელ:  598610342
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი (იხ. ლინკი): 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა