ოფისის მენეჯმენტი
ოფისის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა გათვლილია პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ, იმუშაონ კომპანიებში, ორგანიზაციებში ოფისის ან/და ადმინისტრაციულ მენეჯერებად. ასევე, დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება; აღნიშნული კურსი მოიცავს ყველა შესაძლო თემატიკას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა უნარებისა და ცოდნის დაუფლებას.
პროგრამის შინაარსი:
- ოფისის მენეჯმენტის აზრი და მიზანი, ოფის მენეჯერის მოვალეობები;
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოფისის მენეჯერის საქმიანობაში;
- ორგანიზაციული მენეჯმენტის საფუძვლები, ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული მახასიათებლები;
- საქმის წარმოების საფუძვლები, სხვადასხვა დოკუმენტების ნიმუშები;
- საკადრო ადმინისტრირება, საკადრო დოკუმენტების შედგენა და წარმოება;
- ლოგისტიკის/შესყიდვებისა და მომარაგების საკითხები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი და მოთხოვნის ფორმები;
- დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება;
- ბიზნეს კომუნიკაციის ფორმები, მიმოწერის მნიშვნელოვანი ასპექტები;
- ინტერნეტ და მედია განცხადებების მომზადება; სატელეფონო კომუნიკაცია;
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- კონტრაქტების/ხელშეკრულების ფორმები და მახასიათებლები;
- გასაუბრება, მოლაპარაკების წარმოება, ინტერვიუ, რეზიუმე;
გამოყენებული მასალა მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ ყველა საჭირო მასალა. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურისა და მათი მოძიების შესაძლებლობის შესახებ.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 10 საათს. კვირაში 1 ან 2 დღის ინტენსივობით და დღეში 2 საათის ხანგრძლივობით.
მეცადინეობების გრაფიკი:
თვენთვის სასურველი გრაფიკის შესახებ გთხოვთ მიუთითოთ განაცხადის ,,შენიშვნების“ ნაწილში - დეტალური განრიგი გეცნობებათ პერსონალურად.
კურსის ღირებულებაა: 300 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი გამოცდა და მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
ყურადღება: კურსის წარმატებულ მონაწილეებს დამატებით გადაეცემა
სარეკომენდაციო წერილი. ამასთან, ჩვენს სასწავლო ცენტრში არანაკლებ სამი დისციპლინის (მ.შ. სავალდებულო - ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი) მიხედვით მაღალი შეფასების მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირს კომპანია შესთავაზებს წინადადებას სამუშაოს შესახებ აუდიტორულ ან სხვა შესაბამის კომპანიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, საბურთალო, სულხან ცინცაძის 12,
აქსის პალასის ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული,
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BAFI AUDIT SERVICE - ს
ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრი (BAFI BUSINESS ACADEMY LTD).
საკონტაქტო პირი: ლანა ბარბაქაძე - ტელ: 598610342
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი (იხ. ლინკი):