• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საგადასახადო კოდექსისა და კანონმდებლობის შემსწავლელი გაძლიერებული კურსი
დამსაქმებელი: აი ელ სი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/06/25
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე
ტრეინინგის საფასური ფასიანი (450-480 ლარი )
ნანახია: 2238 -ჯერ

საგადასახადო კოდექსისა და კანონმდებლობის შემსწავლელი გაძლიერებული კურსი (ჯგუფში მხოლოდ4- 5 მოსწავლე)

(თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით - მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის.

კურსს უძღვება  ბ-ნი   მირიანი გაბუნია

 

თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, აპირებთ მუშაობას, ფინანსური მენეჯერად, აუდიტორად, ეკონომიკურ და იურიდიულს ფეროში ,ხართ მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი,

 

მირიანი გაბუნია  საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო დადაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფე­რო­ვანი პრაქტიკული გამოცდილებით. ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის  საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს. მირიან გაბუნია შედის საქართველოს მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორ­თა რეიტინგულ შემადგენლობაში  (იხ. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის 2014 წლის 30 ივნისის N32055 ბრძანება).     

 

სამუშაო გამოცდილება:  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, მთავარ სპეციალისტი; სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მთავარი აუდიტორი; შპს „GLOBAL CONSULTING", მთავარი აუდიტორი; შპს "მიგა აუდიტი", მთავარი ინსპექტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური და ექსპერტიზის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), უფროსი ინსპექტორი.

 

კურსის პროგრამა:

 

  • კონკრეტული საქმეების, პრაქტიკული ამოცანების და სიტუაციურ მაგალითებზე განხილული იქნება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ნოვაციები;
  • საგადასახადო კოდექსი განხილული  იქნება  ცვლილებამდე და ცვლილებების ჩათვლით;
  • გადასახადების მიხედვით, კოდექსის მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნება ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლების არსი;
  • ყველა ასპექტში იქნება განხილული ამა თუ იმ გადასახადზე რისკის მატარებელი ან ბუნდოვანი ჩანაწერი;
  • საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით განხილულ იქნება მაგალითები და ასეთ დროს საჭირო მიდგომა;
  • განხილული იქნება კაზუსები და საგადასახადო დავების პრაქტიკა;
  • განხილულ იქნება მსმენელების მიერ წარმოდგენილი მაგალითები, ასევე პრაქტიკაში საწარმოების მიერ დაშვებული დარღვევები და ამ მაგალითების შესაბამისად დავების განმხილველი ორგანოების მხრიდან მიდგომები გამოტანილი გადაწყვეტილებების დამოწმებით, აგრეთვე უახლოესი მანუალების (სიტუაციური სახელმძღვანელო) შესაბამისად;
  • განხილულ იქნება საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გავლენა გადასახადებზე;
  • კურსებზე  იქნება განხილული საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებუ­ლების და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერ­თობის ზოგადი წარმოდგენისათვის;
  • მიიღებთ  მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე; 
  • ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას;
  • ლექციები ინტერაქტიურია მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.

 

 

 

 

 

კურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

ლექციები გაიმართება კვირაში სამჯერ

კურსის ღირებულება:  480 ლარი  ლექციების ჩატარება შესაძლებელია, მ.ისანი, ( ისნის  გამგეობასთან ,ახალი აშენებული  12 სართულიან საათიან შენობაში,)   ბაღდადის ქუჩა N1  II სადარბაზო  მეოთხე სართული

მ. დელისი. ვაჟა ფშაველას 45 (რუსთავი 2-ის ყოფილი შენობა) III სართ.

ტ .      227-36-01, 277-62-06, 595 42-49-89, ,

 

 

 

 

 

 

 ფინანსური აღრიცხვა -ანგარიშგება  ტრეინინგს უძღვება:ქ-ნი  ციცინო მელიქიძე

 (ჯგუფში მხოლოდ 5-6 მოსწავლე)

(ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით).

 

ქ-ნი  ციცინო მელიქიძე ბუღალტრეთა მომზადების ცენტრის (ბაფ) ლექტორია,

რომელსაც ასევე გააჩნია პრაქტიკოს ბუღალტერის დიდი გამოცდილება

 

მოცემულ კურსზე ვიწვევთ მსენელებს ,მათ ვისაც გააჩნია დამწყები ბუღალტრის გამოცდილება და სურთ გაიღრმავონ ბუღალტრულია ღრიცხვის ცოდნა,    ვისაც აქვს გავლილი ბუღალტრრია (ბასს)დამწყებთათვის და სურს გაიღრმავოს ცოდნა,ასევე ეკონომისტებისთვის,მომავალი ფინანსური მენეჯერებისთვის და შესაბამისისფეროთიდაინტერესრბულისხვაპირებისთვის.პროგრამაში წარმოდგენიალია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტრბის(ფასს) დაბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სთანდარტების(ბასს) მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კურსის სასწავლო პროგრამა, რომლის თემატიკაც წარმოდგენილია ქვემოთ, გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით და სიტუაციური ქეისებით:

 

 1. ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა გარე მომხმარებლებისთვის

ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპები;

ფინანსური ანგარიშგებისარსი, მიზანი, სრულიპაკეტი, ძირითადი დაშვებები;

ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები, მათი აღიარება და შეფასება;

 

2. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი)

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება.

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების მეთოდები;

 

3. მოგებისა და ზარალის და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება

მოგებისა და ზარალის ანგარიშგების ელემენტების აღიარება და შეფასება;

სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების მუხლების აღიარება და შეფასება;

მოგებისა და ზარალის ანგარიშგების დასრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადების მეთოდები.

 

 4. მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა

მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;

საეჭვო და უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა;

გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა.

 

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობისა ღრიცხვა

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის არსი, სტრუქტურა და შეფასება;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მოძრაობის უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდები;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობისთვით ღირებულების განსაზღვრის მეთოდები;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასების აღრიცხვა.

 

6. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

ძირითადი საშუალებების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;

ძირითადი საშუალებების გამოყენების აღრიცხვა (ცვეთის აღრიცხვა);

ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა;

ძირითადი საშუალებების გასვლის აღრიცხვა.  

 

7. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა

არამატერიალური აქტივების აღიარება, საწყისი შეფასება და მიღების აღრიცხვა;

არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია;

არამატერიალური აქტივების გაუფასურების და გასვლის აღრიცხვა.

 

8. ვალდებულებების აღრიცხვა

ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია 

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;

 

9. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა

საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში;

საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში.

 

10. შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

შემოსავლების და ხარჯების შეფასება და აღრიარება;

ამონაგების და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა;

სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა.

11. ფულადი ნაკადების ანგარიშგება

ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადების მეთოდების განხილვა;

ფულადი ნაკადების ანგარიშგებს მომზადება პირდაპირი და ირიბი მეთოდის გამოყენებით.

12.საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება

საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების სტრუქტურა;

საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების მომზადება    

ტრეინინგს წარუძღვება:

ბუღალტრეთა მომზადების ცენტრის (ბაფ)-ის ლექტორიი

ციცინო მელიქიძე , რომელსაც ასევე გააჩნია პრაქტიკოს ბუღალტერის დიდი გამოცდილება

 

კურსის ხანგძლივობა: 2 თვე, კვირაში 2 დღე

მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათი

ლექციის ხანგძლივობა: 36საათი

კურსის ღირებულება: 450 ლარი

მ.ისანი, ( ისნის  გამგეობასთან ,ახალი აშენებულ 12 სართულიან საათიან შენობაში,)   ბაღდადის ქუჩა N1  II სადარბაზო  მეოთხე სართული.მ. დელისი. ვაჟა ფშაველას 45 (რუსთავი 2-ის ყოფილი შენობა) III სართ.

ტ .      227-36-01, 277-62-06, 595 42-49-89, ,

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა