• https://charte.ge/

ავტორი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

tel: 2472223
mail: info@icca.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინჟინრო ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2016/05/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1367 -ჯერ

ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ აცხადებს საინჟინრო ჯგუფის უფროსის ვაკანსიას ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიისთვის.

მოვალეობები:

·         სამშენებლო-ორგანიზაციული პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;

·         სამუშაოთა წარმოების გრაფიკის შემუშავებაში მონაწილეობა და შემდგომი დინამიური კონტროლის განხორციელება;

·         საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მომიჯნავე სამსახურებთან ერთად და რეკომენდაციების წარდგენა;

·         საპროექტო გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

·         სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, სამშენებლო პროცესში ყველა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება;

·         კონტრაქტორებთან აღრიცხვის შეთანხმება და მათი შესაბამისობის მონიტორინგი წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან. ასევე, შესრულებული სამუშაოს აქტების შედგენა;

·         წარმოების პროცესის დაწყებამდე ნებართვების უზრუნველყოფა (მშენებლობა, კომუნიკაციები);

·         წარმოების პროცესში და/ან დასრულების შემდგომ კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაბამის სტრუქტურებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი ტექნიკური განათლება (მშენებელი ინჟინერი);

·         ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

·         ინგლისური და რუსული ენების ფლობა;

·         კომპიუტერული საოფისე პროგრამების და ,ასევე,  ArchiCad-ის და  AutoCad-ის ცოდნა;

·         შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მეილზე info@icca.ge არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისისა.

აპლიკანტებთან დაკავშირება შესაძლოა მოხდეს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვამდეც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა