• https://charte.ge/

ავტორი

ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი

tel: 591344734
mail: xatiachonkadze@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბუღალტერიის სასერთიფიკატო კურსი
დამსაქმებელი: ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი
ბოლო ვადა: 2016/05/31
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (300 ლარი )
ნანახია: 1509 -ჯერ

"ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი" და "ინტერბიზნესის აკადემია" გთავაზობთ ერთობლივ ბუღალტერიის შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსებს. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ბუღალტერია ნულიდან.

სასწავლო კურსის ფარგლებში შესწავლება: ბუღალტრული აღრიცხვა (თეორია), პრაქტიკული მაგალითები (ტესტები), პირველადი დოკუმენტები და Rs.ge-ზე მუშაობა (ავტორიზირებული მომხმარებელი), ინტერნეტბანკი(ოფიციალური ვერსია), საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris (ლიცენზირებული ვერსია) და საჩუქარად მეორე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლა - "AS-BookKeeper".

        ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
        ბუღალტრული ანგარიშების არსი
        სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
        მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა
        ვალდებულებების აღრიცხვა
        გრძელვადიანი ვალდებულებები
        ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
       არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
       შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
       საგადასახადო ვალდებულებები
       საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
       ინვესტიციების აღრიცხვა
       ბუღალტრული ბალანსი
       ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ.

კურსის მონაწილეები მიიღებენ სასწავლო ლიტერატურას, მაგალითებს და საჭირო ინსტრუქციებს. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკანცელარიო მასალებით, ასევე შესვენებაზე ყავა/ჩაი. 

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, 1 საათი და 30 წუთი 2 თვის განმავლობაში.
კურსის ღირებულებაა 300 ლარი. გადახდა წარმოებს 2 ეტაპად, უნაღდო ანგარიშსწორებით.

კურსს გაუძღვებიან გამოცდილი პედაგოგები. კურსის განმავლობაში ჩატარდება სემინარები მოწვეულ აუდიტორთან. კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ფასდაკლების ბარათი "ბუღალტრის ბარათი", რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრში" ფასდაკლება და უფასო კონსულტაციები 1 წლის განმავლობაში. კურსის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ "ინტერბიზნესის აკადემიის" და "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" ბუღალტრის შეხვედრებში.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, როგორც ბეჭდურს, ასევე ელექტრონულ სერთიფიკატს. წარმატებულ მონაწილეებზე გაიცემა ოფიციალური რეკომენდაცია უშუალოდ დამსაქმებლებთან. კურსის დასრულება აღინიშნება საზეიმოდ და გაიმართება ჯგუფის სამახსოვრო ფოტოსესია.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 615423, (+995 591) 344734, (+995 595) 507115

ელფოსტა: info@interbusiness.edu.ge

ვებ-გვერდი: www.account.ge | www.interbusiness.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, შალვა ჯაფარიძის ქუჩა 8, "ინტერბიზნესის აკადემია"

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა