• https://charte.ge/

ავტორი

PR აკადემია

tel: (+995 577)507150
mail: info@pra.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი 3 თვიანი კომპლექსური პროგრამა მოზარდებისთვის
დამსაქმებელი: PR აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/26
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 2004 -ჯერ
პირველად საქართველოში, PR  აკადემიის საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი  3 თვიანი კომპლექსური პროგრამა მოზარდებისთვის!

ნებისმიერი მოზარდის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მან უნდა გადადგას ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი - განსაზღვროს საკუთარი მომავალი, გააკეთოს სწორი არჩევანი. ამ პერიოდს თან ახლავს  ხასიათის ცვალებადობა, უნდობლობა, მოწყენილობა, მოსმენისა და ინფორმაციის აღქმის სისუსტე, ინტერესის დაკარგვა, აგრესია, შიში. მოზარდი ხდება უფრო ჭირვეული, ნერვიული,  მწვავდება ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან. იგი მუდმივად იბრძვის თვიდამკვიდრებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპლექსების დაძლევა  მოხდეს მანამ, სანამ ისინი კვალს დაამჩნევენ მოზარდის  პიროვნული ზრდის პროცესს. ეს კი მხოლოდ სწორი მიდგომებით, ჭეშმარიტი ღირებულებებით, ინტეგრაციით, განათლებით, მოტივაციით, თავისუფალი აზრივნებითა და თვითგანვითარებით არის შესაძლებელი.

ძვირფასო მშობლებო,
თუ თქვენი შვილის ასაკია 13-დან 16 წლის ჩათვლით!
თუ გინდათ დაეხმაროთ მას პრობლემების დაძლევაში, საკუთარი ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში!

თუ გაქვთ სურვილი მისცეთ მას ხარისხიანი განათლება და აამაღლოთ მისი ინტელექტი!

დაბოლოს,

თუ თქვენი მიზანია, რომ თქვენი შვილი ჯანსაღ, წარმატებულ და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს!

იჩქარეთ,

PR აკადემიაში დაიწყო მიღება სპეციალურად მოზარდებისთვის შემუშავებულ საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ და შემეცნებით 3 თვიან კომპლექსურ პროგრამაზე, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე!

პროგრამა შედგება 4 მოდულისგან:

მოდული №1 - საქართველო და გარე სამყარო!

ზოგადსაგანმანათლებლო კურსი, რომელიც წარმოადგენს ისტორიის, ფილოსოფიის, კულტურის, ცივილიზაციის, მითოლოგიის, ჰეროიკისა და გეოგრაფიის ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას და ხელს უწყობს მოზარდების თავისუფალი აზროვნების განვითარებას, ცოდნის დონის ამაღლებასა და მსოფმხედველობის გაფართოვებას.

კურსის  შედეგად ყმაწვილები შეძლებენ აღნიშნულ სფეროებში ორიენტირებას და უკეთ აირჩევენ მათთვის სასურველ სპეციალობებს მომავალში, იმისდა მიუხედავად იქნება თუ მათი არჩევანი რაიმე ფორმით დაკავშირებული აღნიშნული კურსის თემებთან.

მოდული №2- ლიდერობა და თვითგანვითარება!

სასწავლო კურსის მიზანია მოზარდებმა აღმოაჩინონ თავიანთი უპირატესობები და პრიორიტეტები. განსაზღვრონ საკუთარი მისია, შეძლონ პიროვნულ, პროფესიულ და საზოგადო საქმეში სრულფასოვანი თვითრეალიზაცია.

კურსის შედეგად მოზარდები შეისწავლიან ლიდერობის არსს,  უდიდესი მოაზროვნეების ცხოვრების ისტორიას და ნააზრევს. გათავისუფლდებიან კლიშეებისგან, ჩარჩოებისგან, შემზღუდველი პარადიგმებისგან, არასრულფასოვნების და სხვა კომპლექსებისაგან. გაითავისებენ საკუთარი თავისა და დროის მართვას, გუნდური მუშაობის პრინციპებს.

მოდული №3- ურთიერთობის ფსიქოლოგია!

კურსის მიზანია დავეხმაროთ მოზარდებს დაძლიონ გარდამავალი ასაკისთვის დამახასიათებელი კომპლექსები, აღმოაჩინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, გააცნობიერონ და გაითავისონ ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები.

გავლის შედეგად, მოზარდები შეისწავლიან კომუნიკაციის ბარიერების დაძლევას. თვითგანვითარებასა და თვითმოტივაციაზე ფოკუსირებას. ჟესტების ენის სწორად გამოყენებას. ემოციების, ბრაზისა და კონფლიქტების მართვას. შეძლებენ თანატოლებთან და უფროსებთან ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მოდული №4- ბავშვთა უფლებები და მოვალეობები!

კურსის მიზანია ავამაღლოთ მოზარდების ინფორმირებულობა ბავშვთა უფლებების შესახებ. დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის უფლება, რა მოვალეობები ახლავს თან, როგორ უნდა შეიქმნას უფლებების დაცვის გარანტიები, რათა საჭირო მომენტში შეძლოს საკუთარი თუ სხვისი უფლებების დაცვა.


კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.
სასწავლო პროცესი დაიწყება 4 ოქტომბრიდან.
ტრენინგები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
პროგრამის ღირებულება - თვეში მხოლოდ 230 ლარი. ჯგუფურ განაცხადზე მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება!

არ გამოტოვოთ!
დარეგისტრირდით ბმულზე: http://bit.ly/1r8J1v7
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.pra.ge
დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე:  www.facebook.com/PRAcademyGeorgia
\
დაგვირეკეთ: (+995 577)507150 
მობრძანდით: ქ. თბილისი. ვ. ბარნოვის ქ. №90 (ვაკეში, მრგვალ ბაღთან)
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა