• https://charte.ge/

ავტორი

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

mail: pai@sao.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა
დამსაქმებელი: სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/20
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1247 -ჯერ

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურებისსასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასწავლო პროგრამა:

  • ფინანსური აუდიტი;
  • შესაბამისობის აუდიტი;
  • ეფექტიანობის აუდიტი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";
  • ფინანსთა მინისტრის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ";
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი".


სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 20 ოქტომბერი - 13 დეკემბერი,  2014 წელი
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარიდა სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 300 ლარი).


დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 17 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 7 დეკემბრამდე დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • შესაბამისი განცხადება;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი: სს ლიბერთი ბანკი;
ანგარიშის მიმღების დასახელება: სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი;
ანგარიშის ნომერი: GE85LB0121141688625000
მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

საბუთების მიღების ვადა: 23  სექტემბრიდან  17 ოქტომბრის  ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

(+995 599) 85 81 25 ალექსანდრე ასათიანი
(+995 599) 85 80 50 გიორგი კობრეშვილი


იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო.  დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა