• https://charte.ge/

ავტორი

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

mail: vacancy@heidelbergcement.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში კასპში
დამსაქმებელი: ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
კატეგორია: ადამიანური რესურსები, სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2014/10/07
მდებარეობა: კასპი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 739 -ჯერ
ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. 
 
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია, აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
 
ადგილმდებარეობა:  კასპი 
ექვემდებარება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • დოკუმენტების შედგენა/წარმოება
  • ადმინისტრაციული საქმიანობა
  • HR პროგრამაში მუშაობა
  • შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
  • HR მენეჯერის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • ინგლისური და ქართული ენების კარგად ცოდნა/ვერბალური, წერითი
  • კომპიუტერი: MS Office (Word, Excel, PPT), Outlook ცოდნა აუცილებელია 
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება
  • აქტიური და პასუხისმგებლიანი 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კანდიდატებს
 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებს აღნიშნული პოზიციის შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ შეავსოთ ორგანიზაციის ოფიციალური სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე ან მოიტანოთ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ქარხანის ადმინისტრაციის შენობაში (მის.:კასპი, ფარნავაზის ქ 2) არა უგვიანეს 7 ოქტომბრისა, 2014.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა