• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

mail: m.janjaria@ug.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტის ოპერატორი
დამსაქმებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2014/10/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 655 -ჯერ
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტის ოპერატორის  თანამდებობაზე (1 ვაკანსია).
 
პოზიციის დანიშნულებაა დაინტერესებული პირებისათვის კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა, მაღალი დონის სერვისის შეთავაზება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა, ზარების მენეჯმენტი, ინფორმაციის მიწოდება საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 
 
მოვალეობები
  • შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • Online chat-ის წარმართვა;
  • დაინტერესებული პირის მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • დაინტერესებული პირებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
ცოდნა  და  კვალიფიკაცია
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Access) ცოდნა;
  • ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა.
 
ქოლ ცენტის ოპერატორს  უნდა ჰქონეს შემდეგი უნარები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ/დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დროის მენეჯმენტის უნარი.
სამუშაო ხარნგრძლივობა და პირობები
  • გამოსაცდელი ვადა  - 6 თვე;
  • სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება - 750 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), მომატების პერსპექტივით.
 
წარმოსადგენია:
  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში); 
  • საკონტაქტო ინფორმაცია სულ მცირე 1 რეკომენდატორისა, ვისაც შეუძლია დაახასიათოს  აპლიკანტი.
  • შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად.
  • შერჩეული კანდიდატი გაივლის სპეციალურ ტრენინგს.
 
საბუთები წარმოადგინეთ 2014 წლის 1 ოქტომბრის  ჩათვლით CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე.სათაურის ველში მიუთითეთ: call center. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა