• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2014/10/12
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
ქართული
ნანახია: 1039 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი,  აცხადებს  3 თვიან უფასო სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში , შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება,  ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით.
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა.
  • ინგლისური ენის  ცოდნა.
 
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას MS Exell-ში. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივას.

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე   2014 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით . გთხოვთ, სათაურის ველში - “Subject”  მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „სტაჟირება ფინანსურ დეპარტმანეტში“ . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა