• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 583 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
 
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე (შაბათ–კვირის გარდა)
 
 
ძირითადი მოვალეობები:

 მედიკამენტებსა და სამედიცინო სახარჯ მასალებთან დაკავშირებით შემდეგი  მოქმედებების განხორციელება:

  • საჭირო მარაგების განსაზღვრა კლინიკის დატვირთვის მიხედვით;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება და შეკვეთა;
  • შეკვეთილის მიღება და პროგრამულად აღრიცხვა;
  • კლინიკებზე  გადანაწილება საჭიროების მიხედვით;
  • ნაშთის კონტროლი კლინიკების მიხედვით, რაოდენობებისა და ვადის გათვალისწინებით;
  • ინვენტარიზაციის წარმოება კლინიკების მასშტაბით;
  • საქმინობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია ფარმაციის მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია სტაციონარის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა ფარმაციის სფეროში;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
 დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალიტიკური უნარები;
  • გამართული კომუნიკაციური უნარები;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე .  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება –  „მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალისტი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა