• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების მენეჯერი ზუგდიდში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: ზუგდიდი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 2144 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების მენეჯერის  ვაკანსიას  სამეგრელოს რეგიონში.
 
 
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო არეალი: სამეგრელოს რეგიონში არსებული „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სამედიცინო დაწესებულებები
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო მოთხოვნების  შესრულების კონტროლი კლინიკაში;
  • სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით პერსონალის მეთვალყურეობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადების ხარისხის კონტროლი;
  • სახელმწიფო პროგრამებთან და სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობის რეგულაცია;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის (სამედიცინო ისტორიების) დროულად წარდგინების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კლინიკებში სტატისტიკისა და არქივის მიმართულების კონტროლი;
  • ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების გუნდის მართვა რეგიონის მასშტაბით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია კლინიკაში პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება კლინიკაში მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
 
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე .  სათაურის ველში მიუთითეთ: „სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი - სამეგრელო“;
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა