• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადამიანური რესურსები, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 644 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი ვაკანსიას თბილისში.
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობების ადმინისტრირება (გადაადგილება, დაწინაურება, მოხსენებითი ბარათებისა და ახსნა–განმარტებების განხილვა და რეაგირება, სახელფასო და პოზიციის ცვლილებები, დაქვეითება, დეკრეტი, ბიულეტენი
  • .პერსონალის საშტატო ბაზის მართვა;
  • რეპორტების წარმოება;
  • სატელეფონო და ვერბალური კონსულტაციები პერსონალთან და ქსელის მენეჯმენტთან, პერსონალთან დაკავშირებული საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვა;
  • თანამშრომლის გათავისუფლების მართვა, საჭირო პროცედურისა და დოკუმენტაციის დაცვა;
  • დასწრების მენეჯმენტი (მორიგეობების გრაფიკების კონტროლი, ტაბელი, გათავისუფლება);
  • წერილების განხილვა, სახელფასო და სასამსახურო ცნობების გაცემა, შრომის წიგნაკების შევსება;
  • ბენეფიტებისა და შვებულებების მართვა (პენსია, დაზღვევა, დამატებითი ბენეფიტები, სატელეფონო და სხვა ლიმიტები);
  • კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამტარობა კლინიკებში და სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა (ახალი ხელშეკრულებები, ორგანიზაციული ბრძანებები და სხვა)
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
 
 
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლებასასურველია ფინანსების, ბიზნესის მენეჯმენტისან სამედიცინო მიმართულებით
  • პრიორიტეტულია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციაში მსგავს პოზიციაზე
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის,  პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება (სავალდებულოა);
  • სასურველია მინიმუმ 500 თანამშრომლის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
დამატებითიმოთხოვნები:
  • გამართული კომუნიკაციური უნარები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • გუნდურობა;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე .  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება –  „პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა