• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო პერსონალის შერჩევის სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადამიანური რესურსები, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 607 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს სამედიცინო პერსონალის შერჩევის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • კომპანიაში არსებული ვაკანსიების იდენტიფიცირება;
  • ვაკანსიის მენეჯერთან თანამშრომლობით კანდიდატის მიმართ მოთხოვნებსა და კომპეტენციების ნაკრებზე შეთანხმება, შერჩევის ეტაპებსა და მეთოდებზე;
  • ვაკანსიის განაცხადის შემუშავება და ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა სხვადასხვა არხების მეშვეობით;
  • კადრების მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • გამოცხადებულ ვაკანსიაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
  • პირველადი შერჩევის განხორციელება;
  • შერჩეული კანდიდატების გასაუბრებების დაგეგმვა და ჩატარება ვაკანსიის მენეჯრებთან;
  • ტესტირების დაგეგმვა-ორგანიზება-ჩატარება, მათ შორის მასშტაბური ტესტირების პროცესის;
  • შერჩევის მომდევნო ეტაპების ორგანიზება;
  • რეპორტების წარმოება ვაკანსიების შესახებ
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლებასამედიცინო მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კლინიკური მიმართულებით;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის,  პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება (სავალდებულოა);
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
დამატებითიმოთხოვნები:
 
  • გამართული კომუნიკაციური უნარები;
  • დელიკატური;
  • პოზიტიური;
  • ანალიტიკური უნარები;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე .  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება –  „სამედიცინო პერსონალის შერჩევის სპეციალისტი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა