• https://charte.ge/

ავტორი

ტექნიკის სახლი OK

mail: hr2@ok.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოპერატორის თანაშემწე საწყობში
დამსაქმებელი: ტექნიკის სახლი OK
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/30
მდებარეობა: თბილისი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 628 -ჯერ
ტექნიკის სახლი OKAY აცხადებს ვაკანსიას საწყობში ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტვირთის გადაზიდვის და დასაწყობების გამოცდილება;
 
პიროვნული თვისებები:
  • დაკვირვებული;
  • ჯანმრთელი;
  • ენერგიული;
 
სამუშაოს მახასიათებლები:
  • შემოსული საქონლის მითვლა, მისი რაოდენობის და ხარისხის შედარება დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან; 
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისათვის სპეციფიკაციების ან სხვა დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით საწყობში განსაზღვრული ადგილმდებარეობის მიჩენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა; 
  • გასაცემი საქონლის რაოდენობის გადამოწმება და შედარება დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
  • საწყობში სასაქონლო მატერიალური მარაგების ბრუნვადობის დოკუმენტური ასახვა და შენახვის დადგენილი წესებით დაცვა;
  • შემოსული და გასული საქონლის გადაზიდვის მანქანაზე, ჩამოტვირთვა /დატვირთვა; 
  • 2 კვირაში ერთხელ საწყობში საქონლის აღწერის ჩატარება და ნაშთების დადგენა; (1 c პროგრამასთან შედარება და გატარება);
  • ყოველთვიურად ფირმის მფლობელობაში არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების დათვლა და დანაკლისებისა და ზედმეტობის გამოვლენა. შესაბამისი აქტის შედგენა;
 
კანდიდატი სასურველია  ცხოვრობდეს ვარკეთილის, ვაზისუბნის, აფრიკის დასახლების ან მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე,საწყობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე;
 
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ თქვენი მონაცემები მოგვაწოდოთ  ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 30 სექტემბრისა,  2014 წლის;
 
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით თქვენს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება; 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა