• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტერი
დამსაქმებელი: m2 უძრავი ქონება
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1588 -ჯერ
სს „m2 უძრავი ქონება“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე:
 
კომპანიის შესახებ: სს "m²  უძრავი ქონება" დაარსდა 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ და კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
 
კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია:
  • უძრავი ქონების განვითარება;
  • ქონების (საკუთრების) მართვა.
m²- მისიაა გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში და ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების აღრიცხვა, სისწორის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • საბუღალტრო პროგრამაში  მუშაობა;
  • ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება სსკ-ით დადგენილი წესებით და შესაბამის ვადებში;
  • ბუღალტერიის სრულფასოვანი წარმოება;
  • მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • უმაღლესი (ეკონომიკა, ფინანსები ან  ბიზნესის ადმინისტრირება);
 
სამუშაო გამოცდილება: 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება;
  • RS.GE-სთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა, უნარები:
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია Exact) ;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცონდა;
  • საგადასახადო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების სრულყოფილად ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით   არაუგვიანეს 2014 წლის 8 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა