• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი,
ბოლო ვადა: 2014/10/01
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 629 -ჯერ
ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი საკუთარი ავტომობილითთანამდებობაზე რუსთავის ფილიალში.
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 25 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმომდგენის (მძღოლის) მიმართ:
 
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • ავტომანქანის მართვის მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ქონდეს მართვის მოწმობა
  • ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
  • კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი
  • კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა
  • ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
  • ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი
  • რეგიონებში მგზავრობის შესაძლებლობა
 
ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:
 
  • უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი კარგ მდგომარეობაში;
  • ავტომობილის ასაკი: არაუმეტეს 15 წლის;
  • ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი
 
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 1 ოქტომბრის 17 საათამდე შეუძლიათ გადმოგზავნონ მოკლე ავტობიოგრაფია (რეზიუმე/CV, სადაც აუცილებლად იქნება მითითებული საკუთარი ავტომობილის ძირითადი მახასიათებლები, სასურველია წარმოდგენილი იყოს აპლიკანტის ფოტო) ელ.ფოსტაზე
(გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა