• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკრედიტო ექსპერტი რუსთავში
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/10/23
მდებარეობა: რუსთავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 621 -ჯერ
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის
 
„ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 8 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
 
თანამდებობა:  საკრედიტო ექსპერტი
ადგილმდებარეობა: –   რუსთავი
 
ფუნქცია–მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური ანალიზი და საკრედიტო განაცხადის მომზადება;
  • საკრედიტო განაცხადის ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნესის მართვის ან ეკონომიკის  განხრით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • აუცლებელია ბიზნეს დაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
 
აუცილებელი უნარები:
  • კომუნიკაბელური;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2014  წლის ოქტომბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე 
გთხოვთ, “subject”-ის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.    
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა