• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი/ოპერატორი სენაკსა და სამტრედიაში
დამსაქმებელი: ტექნო ბუმი
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/30
განათლება ბაკალავრი
ასაკი: 20 - 30 წელი
ნანახია: 361 -ჯერ
სამუშაო ადგილი: სენაკი/სამტრედია
პოზიცია: კონსულტანტი/ოპერატორი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ასაკი: 20-30 წლამდე 
ანაზღაურება: გამომუშავებით
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან არამწეველი ვაჟები და გოგონები 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურებებისა და აქციების შესახებ;
  • დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • ჩამოტვირთოს მაღაზიაში შემოსული ტვირთი მანქანებიდან;
  • გადაიტანოს ტვირთის საწყობში  / ან განალაგოს მაღაზიაში;
  • გაუწიოს მომხმარებლებს დახმარება შეძენილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებამდე მისატანად;
  • შეასრულოს სხვა ვალდებულებები განსაზღვრული მენეჯერის მიერ.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • სასურველია კომპიუტერის და რომელიმე უცხო ენის ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
 
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • სხარტი აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • თავაზიანობა
  • მოთმინების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული
  • შესაბამისი ფიზიკური მონაცემების მქონე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე
 
გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის და რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი. 
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
გისურვებთ წარმატებას!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა