• https://charte.ge/

ავტორი

შპს "ჯეო ჰოსპიტალს"

tel: (995 32)2 505222
mail: vacancy@gh.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბავშვთა ქირურგი
დამსაქმებელი: შპს "ჯეო ჰოსპიტალს"
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2016/03/10
მდებარეობა: სამტრედია
განათლება დიპლომირებული სპეციალისტი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office ძალიან კარგად
მიმაგრებული ფაილები: სააპლიკაციო_ფორმა.docx

ნანახია: 1176 -ჯერ

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ჯეო ჰოსპიტალსი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ქირურგის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამტრედია, შპს ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

ფუნქცია-მოვალეობები:
კლინიკური მდგომარეობის შეფასება, რაციონალური დიაგნოსტიკა და დიაგნოზის გამოტანა;
ქირურგიული პაციენტის წინასაოპერაციო კვლევის საბაზისო პრინციპების დაცვით, პაციენტის მართვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;
მკურნალობის დაგეგმვა და მართვა;
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
პაციენტის პოსტოპერაციული მართვა, საჭიროებისას, მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
გაწერისას, პაციენტისთვის სრულყოფილი რეკომენდაციის მიცემა, რაც მოიცავს მისი შემდგომი ამბულატორიული მართვის პრინციპებს;
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
მინიმუმ 3 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@gh.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სამტრედია - ბავშვთა ქირურგი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი 2016 წ.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა