• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავიაბილეთების ოპერატორი
დამსაქმებელი: დილა +
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, ტურიზმი,
ბოლო ვადა: 2016/03/10
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1789 -ჯერ

ტურისტული  სააგენტო  Dila+  აცხადებს  ვაკანსიას ავიაბილეთების  ოპერატორის თანამდებობაზე.

 
მოთხოვნები:

Amadeus-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;

კომპიუტერული/ საოფისე პროგრამების ცოდნა.

 
მოვალეობები:

ავია-ბილეთების დაჯავშნა/გამოწერა;

გაყიდული ბილეთების რეესტრების შედგენა და აღრიცხვა;

სხვადასხვა ქვეყნების პარტნიორებთან, ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მიმოწერა;

ტურისტული პროდუქტების შემუშავება: სასტუმროს დაჯავშნა, ავიაგადაფრენების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სხვა ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა;

სააგენტოს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (წერილობით).

 

პიროვნული თვისებები:

დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;

პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;

მაღალი თვითკონტროლი;

კომუნიკაბელურობა;

დახვეწილი მეტყველება და კარგი წერითი უნარ-ჩვევები.

 
პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:30-19:00, შაბათი: 11:00-16:00.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი+ბონუსი.

 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: dilaplus@dilaplus.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა