• https://charte.ge/

ავტორი

ტანსაცმლის მაღაზია Salve

mail: support@taxionn.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ტანსაცმლის მაღაზია Salve
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2016/03/05
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1815 -ჯერ
კომპანია TaxiOnn  აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის/დისპეჩერის პოზიციაზე.
 
 
კომპანია TaxiOnn  გახლავთ სტარტაპ კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ტაქსის ონლაინ გამოძახების სფეროში სმარტფონის აპლიკაციის ან ვებ გვერდის მეშვეობით.
 
 დასაქმების ხანგრძლივობა: მუდმივი (2 თვიანი საცდელი პერიოდით).
 
ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი
სამუშაო დრო:  სამსახური ცვლების განრიგის მიხედვით, სამი ცვლა (ღამის ცვლის ჩათვლით).
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად.
 
სქესი: მდედრობითი
ასაკი: 20 – 40
 
სამუშაოს აღწერა:
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს გუნდის წევრის სახით სწრაფად მზარდი კომპანიის ქოლ-ცენტრში.სამსახური ორიენტირებულია მომხმარებელთათვის მომსახურის გაწევაზე და ზარების მონიტორინგზე.
 
 ძირითადი მოვალეობები:
შემოსულ ზარებზე პასუხი;

კომუნიკაცია კლიენტებთან და მძღოლებთან;

პასუხისმგებლობის აღება მაღალი ხარისხისა და სწრაფი მომსახურების გაწევის მიზნით;

მომხმარებელთა ჩივილების მართვა და მათი მოგვარება

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

საშუალო ან უმაღლესი განათლება;

ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ქალაქის კარგი ცოდნა;

Google Map-ის გამოყენების გამოცდილება;

მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტირებული;

ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, ყურადღება დეტალების მიმართ;

მოსმენის უნარ-ჩვევები, შეფასება და ადაპტირება;

მდგრადობა სტრესის მიმართ;

პრობლემის გადაჭრისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევები მკაფიო კომუნიკაციისა და თანაგუნდელებისათვის პრობლემის გადაჭრის გზების გაზიარების უნართან ერთად;

 ქართული, ინგლისური და რუსული ენების მყარი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი);

 
სააპლიკაციო პროცედურა:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ ფორმატში (Word ან PDF) შემდეგ მისამართზე: support@taxionn.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ: ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მარტი.

 
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ პერსონალის წევრებს, ჩვენ ვეძებთ ჩვენი გუნდის წევრებსა და ერთგულ მეგობრებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ამოძრავებთ სურვილი შექმნან რაიმე ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი მომხმარებლებისათვის.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა