• https://charte.ge/

ავტორი

ლოპოტა სპა რეზორტი

tel: (+995) 598 431 439
mail: e.davitashvili@lopota.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი ნაფარეულში
დამსაქმებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2014/10/22
მდებარეობა: თელავი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 772 -ჯერ
ლოპოტა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
 
ადმინისტრატორის მოვალეობანი:
 
  • სტუმრის სერვისების კოორდინირება;
  •  სტუმრის ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • ოთახების ზუსტი სტატისტიკისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია/მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • სტუმრის საანგარიშო ამონაწერის წარმოება, კონტროლი და ფინანსური ანგარიშსწორების ფორმის შევსება;
  • აკონტროლოს ოთახებში სტუმრების განთავსება;
  • დიასახლისების განყოფილებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება ოთახებში არსებული მდგომარეობის შესახებ;
  • Housekeeping განყოფილებას, F&B სამსახურისთვის მოსალოდნელი/არსებული სტუმრების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • რაიმე კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისათვის დეტალურ ინფორმაციის მიწოდებას;
  • დაჯავშნის მიღება და სტუმრის განთავსებასთან დაკავშირებული შემდგომი პროცესის უზრუნველყოფა;
  • ფლობს ინფორმაციას რა ტიპის და რაოდენობის ოთახების გაყიდვაა შესაძლებელი - ფასები, აღჭურვა, სერვისები, კომფორტის საშუალებები;
  • მჭიდროდ თანამშრომლობს გაყიდვების/მარკეტინგის დანაყოფთან ჯგუფურ შეკვეთებზე
  •  ოთახების გაყიდვა, სტუმართა რეგისტრაცია და ოთახების მინიჭება/შერჩევა;
  • ყოველდღიურად აკონტროლებს არსებულ ჩეკებს;
  • აკონტროლებს სალაროს;
  • ეხმარება სტუმრებს რესტორნის დაჯავშნაში, ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში, თეატრის და სხვა ღონისძიებებისთვის ბილეთების შეძენაში.
 
პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:
 
  • ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • იუმორის გრძნობა
  • ენერგიული და შრომისმოყვარე
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
 
ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა