• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

tel: (+995 599)230673

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
გერმანიის საზაფხულო კურსი მიუნსტერის უნივერსიტეტში
დამსაქმებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/22
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 1360 -ჯერ
მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს გერმანული ენის ინტენსიურ კურსს 2015 წლის 2 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტში.
 
ამ პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია 14 წლიდან. მასწავლებელს, რომლის 12 მოსწავლე გადაიხდის ამ პროგრამის საფასურს, სრულად დაუფინანსდება გერმანიაში გამგზავრება ჯგუფის ხელმძღვანელად და აიღებს მიუნსტერის უნივერსიტეტის სერტიფიკატს. 
 
ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ მიუნსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ენის დიპლომს.
დიპლომი გერმანულ ენაში შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, გააგრძელონ სწავლა მიუნსტერის უნივერსიტეტში.
 
კურსის ფასი 1 ნოემბრამდე არის 1 880 ევრო (ფასი მოიცავს: მგზავრობას თვითმფრინავით, სწავლის საფასურს, ცხოვრებას საუკეთესო სტუდენტურ სასტუმროში უნივერსიტეტთან და ქალაქის ცენტრთან ახლოს, საუზმეს, კულტურულ პროგრამას და აეროპორტიდან ტაქსით ტრანსპორტირების საფასურს). 
 
შესაძლებელია დამატებით ექსკურსიები: ბელგიაში, ჰოლანდიაში, კიოლნში, დუსელდორფში, ბრემენში, ჰამბურგში და სხვ.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ნოემბერი (იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია).
 
სარეგისტრაციო საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • პასპორტის ქსერო ასლი - 2 ცალი
  • CV
  • სამოტივაციო წერილი;
  • ერთი სარეკომენდააციო წერილი.
 
ტელ: (+995 599)230673 (საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესორი ნინო აბრალავა)
Facebook: Münster Programm
 
იხილეთ ჩვენი ფილმი (სამ ნაწილად) საზაფხულო კურსებზე Münster Programm-ის მონაწილეთა შთაბეჭდილებების შესახებ:
 
http://www.youtube.com/watch?v=FZElzyRhNvs&feature=youtu.be (ეს სიუჟეტი გავიდა გერმანულ არხზე "Deutsche Welle")
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა