• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტის მენეჯერი
დამსაქმებელი: სქაი გროუფი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2016/03/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1255 -ჯერ

საინფორმაციო პორტალი TVfree აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

პორტალზე დასაქმების სურვილის მქონე კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, პუნქტუალობით, გუნდური მუშაობით, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ზედმიწევნით შესრულებით.

კანდიდიდატს თავისუფლად უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე გამართულად წერა, იყოს კომუნიკაბელური და ახერხებდეს ადამიანებთან ურთიერთობების ადვილად დამყარებას, მათ დაინტერესებას შეთავაზებული წინადადებებისადმი.

მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, თუმცა კადრის შერჩევისას, ამგვარი გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სხვა მონათესავე სფეროებში საქმიანობის გამოცდილებაც მხედველობაში იქნება მიღებული. კანდიდატის შერჩევისას კი, მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ავტო-ბიოგრაფია (CV) და თან დაურთოთ არა უმეტეს ერთი გვერდის მოცულობის სამოტივაციო წერილი, რომელშიც ახსნით თუ რატომ გსურთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.

იგრძენით თავი თავისუფლად, ჩვენთან დაკავშირებისას. გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა