• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ჟურნალისტი
დამსაქმებელი: სქაი გროუფი
კატეგორია: მედია,
ბოლო ვადა: 2016/03/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1596 -ჯერ

საინფორმაციო პორტალი TVFree აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე. პორტალზე დასაქმების სურვილის მქონე კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, პუნქტუალობით, გუნდური მუშაობით, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ზედმიწევნით შესრულებით. ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

კანდიდიდატს თავისუფლად უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე გამართულად წერა, მინიმალური ბეჭდური შეცდომებით, დროის შემჭიდროებულ მონაკვეთში. კანდიდატის შერჩევისას ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს უპირატესობა მიენიჭება.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ავტო-ბიოგრაფია (CV) და თან დაურთოთ არა უმეტეს ერთი გვერდის მოცულობის სამოტივაციო წერილი, რომელშიც ახსნით თუ რატომ გსურთ ონლაინ მედიაში მუშაობა. იგრძენით თავი თავისუფლად, ჩვენთან დაკავშირებისას. გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა