• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება/სასტუმროს საქმის მწარმოებელი
დამსაქმებელი: ბესტ ტობაკო
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება, სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2016/03/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1435 -ჯერ

კომპანია HORECA Management Group აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების პერიოდში დაინტერესებულ პირს მოუწევს კომპანიის მენეჯმენტის გუნდთან ერთად სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილება. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, საცხვორებელს და კვებას.
თუ ხართ მოტივირებული ჩაერთოთ  ტურიზმის განვითარების ინდუსტრიაში და მზად ხართ მიღწევებისთვის, ჩვენი კარი ღიაა მსურველთათვის. სტაჟირების პერიოდში წარმატებულ სტაჟიორებს კომპანია აძლევს დასაქმების პერსპექტივას, სხვადასხვა კლასის სასტუმროებში წამყვან პოზიციებზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

ასაკი 18-დან 27 წლამდე;

უმაღლესი განათლება (სასურველია); 

ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია (სასურველია);

რეგიონებში გადაადგილების საშუალება დროში შეუზღუდავად.

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

გუნდური მუშაობა;

გამართული მეტყველება;

შრომისმოყვარეობა;

დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;

მაღალი შედეგების მიღწევა;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;

პრეზენტაბელურობა;

საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-მისამართზე: hr@hmg.ge და სათაურში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა