• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ტელექსი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2016/02/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1172 -ჯერ
კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერაციების სპეციალისტის
პოზიციაზე.
კომპანია „ტელექსის“ შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ლინკზე: www.telex.gewww.facebook.com/TELex.ge .
 
ჩვენ ვეძებთ  კვალიფიციურ, ზრდაზე ორიენტირებულ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის  პროგრამის სტუდენტი ან  კურსთამთავრებული (ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით)
  • გაყიდვების/მომსახურების ან საგამომცემლო სფეროში მუშაობის  გამოცდილება 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე  ცოდნა (უპირატესად Excel-ის  პროგრამის)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • საბანკო ოპერაციების განხორციელება 
  • სალაროს მართვა 
  • მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის ოპერაციების განხორციელება 
  • მომსახურებისა და საქონლის რეალიზაცია 
  • ინვენტარიზაციის წარმოება  (ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი  მდგომარეობის დადგენა და კონტროლი)
  • ხელფასის აღრიცხვა (ფულადი სახით)
  • ხარჯების აღრიცხვა 
  • დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა
  • საკურიერო მომსახურების ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა
  • საკურიერო  მომსახურების ოდომეტრის მაჩვენებლის კონტროლი
  • საკურიერო მომსახურების მარშრუტის სამოძრაო ლოკაციებზე  განაწილება  
  • ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
 
დამატებითი მოთხოვნები:
 სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
  • სერტიფიკატი- ბიზნესსა და ფინანსებში
  • C1-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები
  • დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პრობლემის დასმის და გადაჭრის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში ჩართვას (გამოსაცდელი ვადის  დასრულების შემდეგ)
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ ატმოსფეროს.
 სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი:  სრული (10:00 - 19:00; ორშაბათი -პარასკევის ჩათვლით)
  • შრომის ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის N 7
  • კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების  გადარჩევა,
  • ლოგიკურ აზროვნების ტესტირება ან წერითი დავალება,
  • პირისპირ გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: recruit@telex.ge  2016  წლის 29  თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  ფინანსური ოპერაციების  სპეციალისტი.
 
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: (+995 32)215 91 91
 
კომპანია „ტელექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა