• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სესხის ოფიცერი მარტვილში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/10/05
მდებარეობა: მარტვილი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
მიმაგრებული ფაილები: Attachment11.doc

ნანახია: 634 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე მარტვილისფილიალში.
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 25 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • 3000 ლარამდე მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
  • აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
  • კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
  • ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
  • დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა;
  • დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება;
  • მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის ცოდნის სათანადო დონე;
  • მიკროდაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) კარგი უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, არაკონფლიქტურობა;
  • მოსმენის უნარი, კოლეგიალობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების უნარი/სურვილი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
 
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე   (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა