• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების/ადმინისტრაციული მენეჯერი
დამსაქმებელი: m2 უძრავი ქონება
კატეგორია: ადმინისტრაცია, ლოჯისტიკა/ტრანსპორტი, შესყიდვები,
ბოლო ვადა: 2014/10/02
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 516 -ჯერ
სს „m2 უძრავი ქონება“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების/ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე:
 
კომპანიის შესახებ: სს "m²  უძრავი ქონება" დაარსდა 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ და კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
 
კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია:
  • უძრავი ქონების განვითარება;
  • ქონების (საკუთრების) მართვა.
m²- მისიაა გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში და ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.
 
 პოზიციის მიზანი: შესყიდვების/ადმინისტრაციული მენეჯერი უზრუნველყოფს  კომპანიის გამართული მუშობისთვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვას,  კოორდინაციას,  მართვასა და კონტროლს. პასუხისმგებლობა ეკისრება შეისყიდოს საუკეთესო ხარისხის  საქონელი და/ან მომსახურება საუკეთესო ფასად ეფექტურ დროში.   
 
შესყიდვების/ადმინისტრაციული მენეჯერი აორგანიზებს და პოულობს ოპტიმალური გადაჭრის გზებს მიმდინარე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. იგი უწევს იდენტიფიკაციას მოსალოდნელ ან წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მათ დროულ აღმოფხვრას.   
 
ძირითადი მოვალეობები:
 
შესყიდვების კუთხით
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება, საუკეთესო კომპანიების გამოვლენა და მოლაპარაკებების ეფექტური წარმართვა;  
  • პასუხისმგებელ განყოფილებებთან ერთად კომპანიისთვის საჭირო შესყიდვების რაოდენობის განსაზღვრა ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა, მათთან ვიზიტი და გამართული საქმიანი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • მომწოდებლებთან საკონტრაქტო საკითხების შეთანხმება,  საჭიროების შემთხვევაში ვალდებულებების შესრულებისა  და მოწოდებული საქონლის/სერვისი ხარისხის კონტროლი;
  • შესყიდვების  პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემების  შეყვანა/ადმინისტრირება, პროგრამის დახვეწის  ინიცირება და მართვა საჭიროების შემთხვევაში; 
  • სასაწყობე მარაგების კონტროლი;
  • ტენდერების  ადმინისტრირება და ორგანიზება;  გამართული სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგებისა და სტატისტიკების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან და მენეჯმენტთან წარდგენა.
ადმინისტრაციული კუთხით
  • სს “m2” საკუთრებაში არსებული  და იჯარით აღებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
  • შენობების ტექნიკურად გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების, მასალების, დანადგარების მოძიება, შეძენა, მოტანა და დამონტაჟების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის მწყობრიდან გამოსული ტექნიკისა და სისტემების შეკეთების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების გამოძახება; 
  • კონტრაქტორ კომპანიებთან უშუალო თანამშრომლობა შენობა-ნაგებობებში წარმოქმნილი სხვადასხვა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა ადმინისტრაციული როგორც ძირითადი საშუალებებით, ასევე სხვა მასალებით;
  • ადმინისტრაცია/შესყიდვების განყოფილებასთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის  წარმოება და ორგანიზება;
  • განყოფილების საქმიანობის სისტემური ანალიზის ხელშეწყობა და  რეკომენდაციის გაწევა  პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
განათლება: უმაღლესი,  სასურველია ტექნიკური.
 
სამუშაო გამოცდილება: მინ. 1 წელი იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
 
ცოდნა, უნარები:
  • m2- ის კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
  • უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
  • ხელშეკრულების გაფორმება/მართვის ცოდნა;  
  • ორგანიზებულობა და მართვის უნარი; 
  • სტრატეგიული ხედვა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოტივაცია და ენერგიულობა;  
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი; 
  • დროულად და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • პრეზენტაბელურობა,  გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე:m2jobs@m2.ge  არაუგვიანეს 2014 წლის 2 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა