• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დარბაზის ადმინისტრატორი, მარაგის აღმრიცხველი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2014/08/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel კარგად
Microsoft Office Word კარგად
Windows კარგად
ნანახია: 320 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორისა და მარაგის აღმრიცხველის ვაკანტურ პოზიციებზე. 

დარბაზის ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობებია: 

1. დარბაზის ზოგადი მდგომარეობის კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი
2. მომწოდებლის დისტრიბუტორებთან ურთიერთობა (პროდუქციის მიღება, მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი, დათვლა, შეკვეთების მიცემა);
3. მოლარე-კონსულტანტებისთვის მითითების მიცემა
4. მაღაზიაში პროდუქციის განლაგებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
5. მომხმარებლებთან ურთიერთობა;
6. ობიექტზე სისუფთავისა და სანიტარული ნორმების კონტროლი.

შერჩეულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა 
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** ორგანიზაციული და გუნდური მუშაობის უნარები.

მარაგის აღმრიცხველის ძირითადი მოვალეობებია: 

** მომწოდებლისთვის პროდუქციის მიბრუნების პროცესის უზრუნველყოფა და ორგანიზება
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და უშუალო მონაწილეობა
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა
** მომწოდებლებთან და შესყიდვების ჯგუფთან ურთიერთობა;
** შეკვეთის ფორმის დროული მომზადება და მომწოდებლებისთვის დროული მიწოდება;
** მომწოდებლის მოტანილი შეკვეთის რაოდენობის და ასორტიმენტის შეკვეთის ფორმაში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და საბუღალტრო დეპარტამენტისთვის მიწოდება.

ამ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა 
** ორგანიზაციული, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@spar-georgia.com არაუგვიანეს 2014 წლის 31 აგვისტოსი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა