• https://charte.ge/

ავტორი

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ორმაგი სერთიფიკატის პროგრამა კიბერ უსაფრთხოებაში
დამსაქმებელი: უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/20
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1339 -ჯერ
ორმაგი სერთიფიკატის პროგრამა კიბერ უსაფრთხოებაში
 
ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიასთან ერთად წარმოგიდგენთ სპეციალურ სასწავლო დისციპლინას კიბერ უსაფრთხოებაში SD5 - CYBER SQUAD, რომლის მონაწილეებსაც ეძლევათ უნიკალური საშუალება, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან. გაეცნონ ახალ ტენდენციებსა და გამოწვევებს კიბერ უსაფრთხოების სფეროში. დაეუფლონ კიბერ უსაფრთხოების ტექნიკურ, ადმინისტრაციულ, სადაზვერვო, თავდაცვით და ლეგალურ ასპექტებს.
 
აღნიშნული კურსის ფარგლებში ცენტრი და აკადემია უკვე არაერთი წელია ამზადებს კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებს სამართალდამცავი უწყებებიდან, საბანკო სექტორიდან, მსხვილი კორპორაციებიდან. ჩვენი სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ყველა ვისთვისაც ინფორმაციის მოპოვება ან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
 
კურსის დეტალები:
  • კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
  • სალექციო დღეები: სამშ. ხუთშ. შაბ.
  • ლექციების ჩატარების დრო: 20:00-ის შემდეგ
  • სწავლის საფასური: 650 ლარი
  • დაწყების თარიღი: 25 ოქტომბერი
 
სასწავლო საკითხების მოკლე ჩამონათვალი:
  • შესავალი კიბერ უსაფრთხოებაში
  • კიბერ დაზვერვა და კიბერ კონტრდაზვერვა
  • სოციალური ქსელები და მასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები
  • ჯაშუშური პროგრამები, ტროიანები და ვირუსები
  • კიბერუსაფრთხოების როლი სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაში
  • სოციალური ინჟინერია
  • სამთავრობო და კორპორაციული ოპერაციების უსაფრთხოება
  • კიბერ სამართალი
  • სტანდარტები და პოლიტიკა
  • პრაქტიკული მეცადინეობები
 
საკითხების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებ-გვერდზე www.case.ge
 
სტუდენტებს გადაეცემათ სახელმძღვანელოები, რომლებიც აკადემიამ სპეციალურად ამ კურსისთვის შეიმუშავა. სასწავლო კურსიც და სახელმძღვანელოებიც ქართულენოვანია. მონაწილეები მიიღებენ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც შეუცვლელია მოვლენების სწორ ანალიზში, საფრთხეების შეფასებაში, პრევენციისთვის და უსაფრთხოების პრობლემების რეალურ დროში გადასაწყვეტად. კურსის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ შეასრულონ რეალური ოპერაციები და უზრუნველყონ სხვადასხვა აქტივების, პირადი ინფორმაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული პროცესების უსაფრთხოება. ყველა ბენეფიტთან ერთად, გამომდინარე სფეროს სპეციფიკიდან თითოეულ მონაწილეს ეძლევა ახალი პერსპექტივები პროფესიული კავშირების დასამყარებლად. კარიერულ განვითარებისთვის კი აკადემია კურსის შემდეგაც აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას.
 
სტუდენტთა სერთიფიკაცია: კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ორმაგი სერთიფიკატი, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიისა და ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის მიერ. განსაკუთრებით აქტიურ მონაწილეებს შემდგომი კარიერული წინსვლისათვის გაეწევათ რეკომენდაცია.
 
რეგისტრაციისთვის დაკლიკეთ ბმულს: Online რეგისტრაცია
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ აკადემიის ვებ-გვერდს, მისამართზე: www.case.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა