• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტენდერი )
კონკური კომპანიის ლოგოტიპის შექმნაზე
დამსაქმებელი: Hotsale.ge
ბოლო ვადა: 2014/09/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 430 -ჯერ
ელექტრონული კომერციის ლიდერი საქართველოში  Hotsale.ge,  აცხადებს კონკურს კომპანიის ლოგოტიპის შექმნაში ან არსებულის დახვეწაში.
 
პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.
 
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
  1. ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ ლოგოტიპის დაუმუშავებელი ვარიანტი, სადაც ნათლად უნდა ისახებოდეს იდეა. ასევე, სასურველია პორტფოლიოების გადმოგზავნაც.რაოდენობრივად მისაღებია მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ლოგო.
  2. ეტაპზე განიხილება მიღებული ლოგოები და აირჩევა მათგან საუკეთესო ვარიანტები.
  3. ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა დახვეწონ თავიანთი ნამუშევარი და მისცენ მათ საბოლოო  სახე. 
ამის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევარი. 
 
ლოგოს აღწერილობა: 
 
ლოგოში აუცილებლად უნდა ისახებოდეს ადამიანი, ე.წ კაცუნა. როგორც, ზემოთაა აღნიშნული, ეს შესაძლებელია იყოს ეხლანდელი ლოგოს დახვეწილი ვერსია ან ინოვაციური და განსხვავებული ვარიანტი.
კაცუნა აუცილებლად უნდა იყოს მხიარული და დადებითი განწყობის შემქმნელი. ასევე, ლოგოს უნდა ქონდეს გაცოცხლების შესაძლებლობა (იგულისხმება, მომავალში კაცუნასგან ვიდეოსა და Flash ვერსიების შექმნა).
 
ამჟამად, ლოგოში აისახება კომპანიის მთლიანი სახელწოდება. ახალ ვარიანტში კი ლოგო უნდა იყოს 2 გაერთიანებული კომპონენტი:
  • “H” ასოსგან შექმნილი კაცუნა
  • წარწერა “Hotsale” (აუცილებელია არსებული ფონტის შეცვლა ან დახვეწა)
 
ლოგოტიპში უნდა ფიგურირებდეს მხოლოდ ორი ფერი: წითელი და მწვანე.
შესრულების ვადა:  
 
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2014 წლის 26 სექტემბრისა.
 
საპრიზო თანხა: 500 - 800 ლარი
P.S   შეუსაბამო ვარიანტების მიღების შემთხვევაში კომპანია იტოვებს კონკურსის გაუქმების უფლებას.
ნამუშევრები უნდა გადმოაგზავნოთ  ელ.ფოსტის მისამართზე
Subject ველში მიუთითეთ “ლოგო კონკურსი“, ხოლო ტექსტის ველში თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა