• https://charte.ge/

ავტორი

ბიზნესინკუბატორი

tel: 0431 26 51 06
mail: alu.gamakharia@mail.ru

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოხალისე ქუთაისში
დამსაქმებელი: ბიზნესინკუბატორი
კატეგორია: არასამთავრობო (NGO),
ბოლო ვადა: 2014/10/20
მდებარეობა: ქუთაისი
ნანახია: 648 -ჯერ
ქუთაისში შექმნილი  აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი", სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდა სპეციალისტების სტაჟირება/სწავლების პროცესის გამართვა, თანამშრომლობისათვის იწვევს მოხალისეებს, რომლებსაც  სურვილი და საშუალება   აქვთ    ჩაერთონ საზოგადოებრივ საწყისებზე, ჩვენთან ერთად განახორციელონ  შემდეგი მიმართულების საქმიანობები: 
 
"ბიზნესინკუბატორი"-ს სარგებლობაში არსებული შენობის, მიწისა და სხვა რესურსების გამოყენებით შევქმნათ სასწავლო/სადემონსტრაციო,   სასათბურე  ბიომეურნეობა, ფერმერთა სახლი, სავაჭრო -საგამოფენო  პავილიონი, სადაც თანამედროვე დონის  აგრობიზნესის ეფექტურად  წარმართვის  ცოდნა /გამოცდილების მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სფეროში  წარმატებული საქმიანობის  მსურველ ახალგაზრდებს, სტაჟიორებს, დამწყებ ფერმერებს! 
 
ვიწვევთ და ველოდებით აგროტექნოლოგიების მაღალ დონეზე მცოდნე,   გამოცდილ  4-5 ადგილობრივ და უცხოელ  მოხალისე პროფესიონალს!
 
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ქუთაისში და იმერეთში  აქტუალურია.  სამწუხაროდ,საზოგადოება  გაცნობიერებული არ არის იმაში, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული  საეჭვო ხარისხისა და  წარმომავლობის იმპორტული კვების პროდუქტების  მიღება, რომლის ოდენობა  საქართველოში  80%-ს აღწევს. ამის  ნაცვლად ,  აწმყოსა და  უკეთესი მომავლისათვის, რაც შეიძლება მალე  უნდა გადავიდეთ  ადგილობრივ, ქართულ მიწაზე მოყვანილი, ჩვენი თანამემამულეების მიერ წარმოებული, ნატურალური, ჯანსაღი  პროდუქტების მოხმარებაზე. 
   
გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც ამას  მკაფიოდ  და დამაჯერებლად  აუხსნიან   ჩვენს გაუცნობიერებელ მოსახლეობას,  რომელიც,  ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ უუქმებს  სამუშაო ადგილებს ჩვენს ფერმერებს, ჩვენს შვილებს და ოჯახის წევრებს!   
  გარწმუნებთ, რომ სწორ ახსნა-განმარტებებს  აუცილებლად და მალე მოჰყვება სოფლად და ქალაქშიც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, უმუშევრობის შემცირება, ადამიანების  ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათი  კეთილდღეობის ამაღლება. 
 
მივმართავთ  და ვიწყებთ  ქუთაისში მცხოვრებ, საშუალო და  უმაღლესი სასწავლებლებიდან, სხვა პროფესიული დაწესებულებებიდან,  პენსიაზე გასულ პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს,  რომელთაც არ სურთ სახლში  უსაქმოდ ჯდომა და სურვილი აქვთ, თავიანთი მდიდარი  ცოდნა/გამოცდილება დღესვე მოახმარონ  ამ ეროვნული მნიშვნელობის მისიის შესრულებას. ამით ისინი შექმნიან  შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობას, მდგრად და ბედნიერ მომავალს!
 
მსურველებმა მოგვმართეთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, გუგუნავას ქ. #1,
 "ბიზნესინკუბატორი"-ს შენობა, II სართული,    
-საკონტაქტო დღე და საათი: ყოველ სამშაბათს, 15:00-16:00 საათზე 
 
ტელ.: 0431 26 51 06;  
მობ: (+995 599)552064 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა