• https://charte.ge/

ავტორი

ბერმელი

tel: +995 568 700 300
mail: hr@bermeli.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: ბერმელი
ბოლო ვადა: 2024/03/31
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 146 -ჯერ

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
• ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
• სასამართლო წარმომადგენლობა;
• მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
• კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
• საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
• წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
• საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
• იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
• სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
• პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
• საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
• ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
• ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან
• რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
• აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
• პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
• პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
• პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;


სამუშაო პირობები:
• სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
• სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
• ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მობილური: 568 700 300

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა