• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: ლუმინო
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2024/06/11
ნანახია: 361 -ჯერ

სამხატვრო მასალების მაღაზია  „LUMINO“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

 

ფილიალების მისამართები:

პეტრე ქავთარაძის 78

აკაკი წერეთლის 140

 

სამუშაო გრაფიკი: 10:30-20:00 (დღეები შეთანხმებით)

 

ძირითადი მოვალეობები:

მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის სრული კონსულტაციის გაწევა;

სალარო ოპერაციების წარმოება;

პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების, ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან სამხატვრო სფეროში;

ინგლისური ენის საშუალო/საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა;

პუნქტუალურობა;

კომუნიკაბელურობა;

გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენთან დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და თუ ჯერ კიდევ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება, ჩვენი გუნდი დაგეხმარება ყველაფრის ათვისებაში.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@lumino.ge და “Subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა