• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მშენებელ-ინჟინერი/ პროექტების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: კ ჯგუფი
კატეგორია: TOP მენეჯმენტი, ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2024/04/12
მდებარეობა: რუსთავი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ნანახია: 221 -ჯერ

მშენებელ-ინჟინერი + პროექტების ხელმძღვანელი

K Group ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სამშენებლო და ლითონ ნაკეთობების წარმოებაში, რომელიც 20 წელია ერთგულად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე, მის ფარგლებს გარეთ არსებულ მომხმარებელებს საკუთარი სახლის კომფორტის შექმნასა და სასურველი მეტალის პროდუქტების დამზადებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

  •          სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმის შედგენაში მონაწილეობა, სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვა და შემსრულებელ ორგანიზაციაზე მუდმივი ზედამხედველობა
  •          პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  •          კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო პროცესის კოორდინაცია
  •          პროექტების ხარჯთაღრიცხვისა და შეთავაზებების მომზადება
  •          შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  •          სამშენებლო სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა წინასწარ განსაზღვრული ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ვადების შესაბამისად
  •          სამუშაო გეგმის მიხედვით შესრულების კონტროლი ნახაზებისა, ნორმატივების და რეგულაციების შესაბამისად
  •          პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი
  •          პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული შესწავლა და სწრაფი რეაგირება
  •          სამშენებლო / სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი
  •          ყოველკვირეული ანგარიშის / რეპორტის მომზადება სამშენებლო პროცესისა და გეგმა-გრაფიკის შესახებ
  •          ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, მათ დანერგვაში მონაწილეობა და დანერგვაში მონაწილეობა
  •          სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით
  •          მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  •          საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
  •          სასურველია ინგლისურის და/ან რუსულის ცოდნა
  •          სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა
  •          AutoCAD-ის დონეზე ცოდნა

 

სამუშაოგანაკვეთი: სრული , 10:00-18:00 საათამდე, 1 საათი შესვენება.

ანაზღაურება: ფიქსირებული

ადგილმდებარეობა: ქ.რუსთავი, მშვიდობის N5ა

დაინტერესებულპირებმაგამოგვიგზავნეთთქვენირეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე info@kgroup.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 599 806 807; 555 144 064

გთხოვთ, ელექტრონულიწერილისთემაში (Subject) მიუთითოთვაკანსიისდასახელება.

გისურვებთწარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა