• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მ/ც ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2023/12/29
მდებარეობა: ახალციხე
ნანახია: 216 -ჯერ

პოზიციის დასახელება: ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მ/ც ოფისის მენეჯერი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 6 დეკემბერი, 2023 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მ/ც ოფისის მენეჯერის
პოზიციაზე (6 თვის ვადით)

მოვალეობები და ვალდებულებები:
 მომსახურეობის ცენტრის თანამშრომლებისაგან ინფორმაციის მოთხოვნა სამეურნეო და
საკანცელარიო ინვენტარზე შეკვეთების მიზნით, ინფორმაციის მიწოდება ფილიალის
ოფისის მენეჯერისათვის;
 მომსახურეობის ცენტრში არსებული დაზიანებული აპარატურის და ინვენტარის დროული
შეკეთების უზრუნველყოფა, ფილიალის ოფისის მენეჯერთან შეთანხმებით;
 კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ცენტრის მენეჯერის დავალებების შესრულება.
 მომსახურების ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში საკადრო და საქმისწარმოების
საკითხების რეგულირება.

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
• რუსული ან/და ინგლისური ენისა და საოფისე კომპ. პროგრამების ცოდნა ჩაითვლება
უპირატესობად
• შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
• კომუნიკაბელურობა
• გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ
ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:
http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ
ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური
მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს
სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა