• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინტერიერის დიზაინერი
დამსაქმებელი: IMD
კატეგორია: კრეატივი/დიზაინი,
ბოლო ვადა: 2023/12/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 232 -ჯერ

სამშენებლო კომპანია შპს "აიემდი" და MOV ARCHITECTURE აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

 

კომპანიას უმუშავია ისეთ სამშენებლო/არქიტექტურულ პროექტებზე, როგორიცაა სითი მოლი საბურთალო, ისთ ფოინთი, მერანი, თბილისი მოლი, თბილისი გარდენსი და სხვა. პროექტებზე მუშაობა სწრაფი ტემპითა და განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მენეჯმენტი.

 

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • დამკვეთთან კომუნიკაცია პროექტის შესახებ
  • დამკვეთის მოთხოვნების შესწავლა/დამუშავება
  • პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
  • პროექტირება: აზომვა, გეგმარება, ტექნიკური ნახაზების მომზადება, ინტერიერის დიზაინი, 3დ ვიზუალიზაციის მომზადება
  • გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა და კორექტირებების შეტანა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის განხრით
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD/AutoCAD, 3DS MAX (Corona renderer), Adobe Photoshop (Lumion, Revit, SketchUp, V-Ray, Blender, Adobe illustrator და სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა
  • შემოქმედებითი ხედვა და კრეატიულობა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ასათიანის 10, თბილისი გარდენსის შენობა

 

პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:30 დან 18:30 მდე
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
  • ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: 1-დან 6 თვემდე
  • სახელფასო ზღვარი: 1800 ლარამდე
  • ბენეფიტები: აუზი, სპორტ დარბაზი, საზღვარგარეთ მივლინებები საჭიროების შემთხვევაში

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: architecturemov@gmail.com

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშრდით: +995598979067. პორტფოლიოს გარეშე კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია-დიზაინერი"

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა