• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების წარმომადგენლი
დამსაქმებელი: MEGALAB
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2023/12/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 177 -ჯერ

„მეგალაბი“ აცხადებს  გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას 

“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა.

 

      ძირითადი მოვალეობები:

▪ პოტენციურ მომხმარებლების მოძიება,გაყიდვების არხების შემუშავება
▪ დაინტერესებულ მომხმარებელთან თანამშრომლობა, შესაბამისი სერვისების გაცნობა;
▪ შესრულებული სამუშაოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

▪ უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
▪ აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
▪ პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

      პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

▪ დროის ეფექტურად მართვის უნარი;
▪ გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
▪ დეტალების მიმართ ყურადღება;
▪ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

      პირობები

სამუშო გრაფიკი: თავისუფალი, შეთავსებით.

ანაზღაურება: გეგმაზე მიბმული საბონუსე სისტემა

სამუშაო ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ქ. რუსთავი

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   15დეკემბერი,   2023 წ.  

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა