• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
 მოლარე კონსულტანტი
დამსაქმებელი: G&A Group
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2023/12/14
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 225 -ჯერ

დასახელება: მოლარე კონსულტანტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა : თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
ანაზღაურება 800-1000 ₾ გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
ნახევარფაბრიკატების და გაყინული ხორცპროდუქტების მაღაზია

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროფილურ მაღაზიაში, მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე პოზიციაზე.


მოვალეობები:
  • კლინეტის მომსახურებაპროდუქციის ვადების შემოწმება'
  • პროდუქციის შეთავაზება
  • სააქციო პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდება
  • მაცივრების დალაგება ვადების მიხედვით
  • პროდუქციის ვადების კონტროლი
  • შეკვეთის გაკეთება და მარაგების შევსება დროულად
 
პიროვნული თვისებები:
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge ან დაგვიკავშირდით: +995 574 40 99 11 სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა